პროდუქცია და მომსახურება

ღვინის დამხმარე მასალები

140 წლიანი გამოცდილებით ენოლოგიაში ფრანგული კომპანია ლამოტ აბიე არის მსოფლიოში პირველი კომპანია რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ღვინის დამხმარე მასალების კომერციალიზაციას. კომპანია წლების მანძილზე ოპერირებდა მხოლოდ ფრანგულ ბაზარზე. ბოლო 15 წელია კი განსაკუთრებული წარმატებით დამკვიდრდა მსოფლიოს ყველა მეღვინეობის რეგიონში და მათ შორის საქართველოში
დანადგარები და მარნის ინვენტარი
იტალიური დანადგარების მწარმოებელი კომპანია ენომეტი უზრუნველყოფს ღვინის მარნის სრულ აღჭურვას : ყურძნის მიღებიდან ბოთლებში ჩამოსხმამდე. 25 წლიანი გამოცდილებით დანადგარების ინდუსტრიაში ის ფართოდ არის გავრცელებული მეღვინეობის ძირითად ქვეყნებში.
მაღალი ტექნოლოგიის ჩამომსხმელი ხაზები
.png)

ფრანგული კომპანია კოსტრალი არის ღვინის ჩამომსხმელი დანადგარების ლიდერი კომპანია. 50 წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში მან საფიძველი ჩაუყარა პირველ ავტომატიზირებულ ჩამომსხმელი ხაზის შექმნას. კოსტრალი გამოირჩევა უნიკალური ტექნოლოგიებით და დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო დონის ღვინის საწარმოებში.
მიკროოქსიგენატორი
ფრანგული კომპანია ვიველისი არის მიკროოქსიგენაციის სისტემის დამფუძნებელი მეღვინეობაში. ვიველისი დაკომპექტებულია კვალიფიცირებული აგრო ინჟინრებით და ენოლოგებით რაც მაღალი ხარისხის კონსულტაციებს განაპირობებს როგორც მევენაცეობაში ასევე მეღვინეობაში.